უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ისრაელის უარს, შეაჩეროს გემი, რომელსაც ზელენსკის განცხადებით უკრაინული მარცვლეული გადააქვს, მისივე განცხადებით მარცვლეულის შეძენა იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელიც სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს. კიდევ ერთი გემი, რომელსაც ასეთი ტვირთი გადააქვს, ისრაელის პორტში შევიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არ შეიძლება იყოს წმინდა კომერციული საწარმო. ისრაელის ხელისუფლებამ არ შეიძლება არ იცოდეს, თუ რომელი გემები და რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში“, - ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი სისტემატურად ახდენს მარცვლეულის კონფისკაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მის გატანას ორგანიზებულად ახორციელებს.