"დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, 1918 წელის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც შექმნა საქართველოს პირველი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, კონსტიტუცია და შეიქმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო.
"ვულოცავ მთელ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ერთიანობის. 1918 წელის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც შექმნა საქართველოს პირველი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, კონსტიტუცია და შეიქმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო.
ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გვახსენებს მრავალი თაობის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. ეს დღე სიმბოლო იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენთვის ეს არის სიმბოლო იმისა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ამ ყველაფერში", - განაცხადა პაატა სალიამ.
