საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, ის, რომ გახარიას პარტიის წევრები ამ დრომდე პარლამენტში არ შედიოდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო.
"ტყუილსა და ღალატში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რადიკალები, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავდა. სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო. მცდელობა, რომ იმ პარლამენტის საქმიანობის დელეგიტიმაცია მოეხდინათ, რომელსაც 1 120 000 ადამიანზე მეტმა დაუჭირა მხარი. ეს ღალატიც ჩავარდა, ისევე როგორც გახარიას გაქცევა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, ეს ღალატიც ჩავარდა და ის შედეგები ვერ გამოიღო, რა მიზნითაც ის იყო გათვალისწინებული. ახლა თუკი მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მანდატები და ა.შ. ეს არის მათი საქმე, ამით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება. ქვეყნის აღმშენებლობის დემოკრატიული გზა გაგრძელდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.