საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ის დღეა, როდესაც ყველაზე ემოციურად შევიგრძნობთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, მის პატივისცემასა და პასუხისმგებლობას, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე.
"ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს. ეს ის დღეა, როდესაც ყველაზე ემოციურად შევიგრძნობთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ჩვენი ქვეყნის პატივისცემასა და პასუხისმგებლობას, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე.
ეს ის დღეა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ყველას და იყოს გარკვეული ინსპირაცია, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ, მთელი წლის განმავლობაში, მუშაობა - ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის მოფრთხილებისთვის, რაც ძალიან საჭიროა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
