გახარიას პარტია პარლამენტში შედის. თანაპარტიელებისადმი პარტიულ ჩატში გაგზავნილი გიორგი გახარიას მიმართვა "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები", - ნათქვამია ტექსტში.
გახარია წერს, რომ საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პარტიამ უნდა გამოიყენოს მათ ხელთ არსებული კანონიერი ინსტრუმენტი.