"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მამუკა მდინარაძის საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული. მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძე საუბრობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა.

"მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში. კონკრეტულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული. მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით, მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. ეს არის განსხვავებულ ფონი, შესაბამისად, განსხვავებულ ფონზე სამომავლო განვითარებაც იქნება განსხვავებული.

მამუკა მდინარაძე იქნება ვიცეპრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით, ის კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება თავის საქმეში, ვიდრე თუნდაც აქამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცეპრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში.

დღეს პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი და ანალოგიური რესურსი მოემსახურება ვიცეპრემიერსაც," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.