ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყებაში 4-ი ოქტიმბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხმის ნიმუშის აღების მიზნით, მოწმის სახით არის დაბარებული.

შესვლამდე ახალაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება, დასამალი არაფერი აქვს, პროცესებში ჩართული არ ყოფილა, 4 ოქტომბერი კი, მისი შეფასებით, მშვიდობიანი აჯანების დღე იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამნაშავეებს გამოძიება გამოავლენს, თუმცა ის, რომ ბაჩო ახალაია იყო ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯების მონაწილე, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას საზოგადოება კარგად ხედავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იყო.

"გავიგე ახლა გზაში, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ხმის ნიმუშს 1000% ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის ჩემი.

ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს.

ეს 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი აჯანყების მცდელობა, რომელიც იყო 9 აპრილს. ბატონ პაატას ალბათ ერთი თვის წინ ვესაუბრე, მურთაზი რამდენიმეჯერ ვნახე, რადგან ჩემი მეზობელია. ეს ნამდვილად იყო მშვიდობიანი აჯანყება", - აცხადებს ბაჩო ახალაია.