საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ ეს პარტია პარლამენტიდან შეძლებს "ქართული ოცნების" დამარცხებას.
"პარლამენტს შიგნიდან უფრო დავანგრევთ" - სერიიდან ბევრჯერ გვაქვს ნანახი... გახარიას პარტიისგან ეს გამორიცხული და მოულოდნელი არ ყოფილა ნამდვილად. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რა არის გახარიას მთავარი მიზანი. შესაბამისად, მათი ეს მოტივაციაც გასაგებია, თუმცა ეს გახარიას ამომრჩევლისთვის იქნება მკაფიო სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც ეს ქვეყანა და საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში. გახარიას ეს გადაწყვეტილება არის ღალატი ქვეყნის შიგნით, საქართველოს თითოეული მოქალაქის", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.
გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.