ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიღებული.

დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.