აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანია დაკავებული. სწორედ მასთან იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე მომხდარი ფაქტის დროს.
ცნობისთვის, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით, საგარეჯოში, კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსში" იქნა გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.