რუსთაველზე შეკრებილია მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად მისულ ადამიანებს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებს, აგრესიულად ხვდება და მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლის.

ადგილზე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. 9 აპრილის მემორიალთან აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა დავითულიანს.

ტერიტორიას განარიდეს რამდენიმე პირი. მათ შორის სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლების მიტანილი გვირგვინის ტერიტორიიდან გატანას ცდილობდა.