გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მიმართულებით მოძრავმა მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.