გორში, საქაშეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი, მე-11 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.