მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მცირეწლოვანმა ესკალატორზე ფეხი დაიზიანა - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა.

მათივე ცნობით, ინციდენტის დროს მყისიერად მოხდა ესკალატორის გაჩერება და მცირეწლოვანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი ესკალატორის გაუმართაობას არ უკავშირდება.