საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გამოსვენების პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე დაიწყო.

სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.