სამტრედიაში, დიდთოვლობის გამო,   გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან, უწყვეტ რეჟიმში  მიმდინარეობს. . 

მუნიციპალიტეტში იწმინდება როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ისე შიდა საუბნო გზები.

სამუშაოებს  სამტრედიის მუნიციპალიტეტის  მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ, რათა ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

 მიმდინარე  სამუშაოებს ადგილზე ეცნობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე. 

ამასთან, სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.