თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტში იწმინდება როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ისე შიდა საუბნო გზები.

გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი" ახორციელებენ.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია, მოადგილეები - გია წულეისკირი და თორნიკე ჯიჯეიშვილი ადგილზე ეცნობიან.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.
ამასთან, ა(ა) იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.

ინფორმაციას  ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი" ავრცელებს.