საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მრევლს და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა. შალვა პაპუაშვილმა ადამიანებს მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული უსურვა.
"უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში.
გუშინ, პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სრულად შევიქმნათ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ყველას მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
