თბილისის რამდენიმე ქუჩას 29 ივლისს ელექტროენერტგიის მიწოდება შეეზღუდება.

კონკრეტული მისამართებისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასალის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.