რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში Ми-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდნილი იპოვეს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 5-ვე ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ვერტმფრენი 2 დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მასთან კავშირი 14 ივლისს გაწყდა. ვერტმფრენი ოხოცკიდან მაგადანში მიფრინავდა და ავიაკომპანია "ვზლიოტის" რეისს ასრულებდა. ვერტმფრენი რემონტის შემდეგ მაგადანში ბრუნდებოდა. ხომალდზე 3 პილოტი და ორი ტექნიკოსი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობას განაგრძობენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
