უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე პროგრესის არარსებობის გამო გააკრიტიკა.
ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე შეთანხმება კვლავ ბლოკირებულია.
"დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, პაკეტის ბლოკირება კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
