აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობა სურს. როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, არ სურს, რომ ყოველ 10 წელიწადში იქ დაბრუნდეს.

"ჩვენ არ გვინდა, 5 წელიწადში ერთხელ ან 10 წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა, ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომისკენ არ წაიყვანს“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი უზენაესი ლიდერი 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ უნდა აირჩიოს.