დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს მარა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა. ამერიკისა და ისრაელის პირველმა პირებმა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე, სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებზე, ირანის გადაიარაღებასა და ლიბანში "ჰეზბოლას" როლზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასს" განიარაღებისთვის ძალიან მცირე დრო ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 59 ქვეყანა მზადაა, ტერორისტული დაჯგუფება გაანადგუროს.

"ჰამასზე" და განიარაღებაზე დეტალურად ვისაუბრეთ. თუ ისინი არ განიარაღდებიან, როგორც შეთანხმებაშია, მათთვის ეს საშინელი იქნება. მათ ძალიან მოკლე ვადა მიეცემათ იარაღის ჩასაბარებლად და ვნახავთ, როგორ შეასრულებენ შეთანხმებას. გვყავს 59 ქვეყანა, დიდი ქვეყნები, რომელსაც იქ შესვლა და "ჰამასის" განადგურება სურს. მათ ამისთვის ისრაელიც კი არ სჭირდებათ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.