ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებლის პროტოტიპი გამოცადეს - ის 700 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც ორ წამში ავითარებს.
ტესტირება ჩინეთის თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. მათ 400-მეტრიან მაგნიტური ლევიტაციის სატესტო ხაზზე წარმატებით ააჩქარეს ერთტონიანი პლატფორმა, რომელმაც რეკორდული სიჩქარე - 700 კმ/სთ სულ რაღაც ორ წამში დააფიქსირა და ის უსაფრთხოდ გააჩერეს ის.
ამ სიჩქარემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რაც მას დღემდე მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ზეგამტარ ელექტრომაგნიტური ლევიტაციის ტრანსპორტად აქცევს.
პლატფორმამ ისე სწრაფად აკრიფა სიჩქარე, რომ ვიდეო კადრებში ის თითქმის შეუმჩნეველია.
იგივე ძალას, რომელიც მოკლე ტრასაზე პლატფორმას ამოძრავებს, რაკეტის ცაში აწევა შეუძლია. მას შეუძლია, რევოლუცია მოახდინოს ჰიპერლუპის ტრანსპორტირებაშიც კი - ეს მეთოდი, ვაკუუმში დალუქული მილებით, ქალაქებს წუთებში აკავშირებს.
