სტამბოლის მთავარი პროკურატურის ცნობით, თურქეთმა, "ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, 110 პირი დააკავა.
მედიის ცნობით, თურქეთმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად, 3 პოლიციელი და 6 მებრძოლი მოკლეს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულები ქალაქ იალოვაში რვასაათიანი ალყის შემდეგ აიყვანა.
როგორც "როიტერი" წერს, თურქეთმა წელს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები გააძლიერა.
