პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მთამსვლელების წახალისებას, ევერესტიდან ნაგავი ჩამოეტანათ, გაუქმდა. ნეპალის ხელისუფლებამ BBC-ს განუცხადა, რომ პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მთამსვლელებს 4000 დოლარის (2964 ფუნტი სტერლინგი) დეპოზიტის გადახდა ევალებოდათ, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდათ, თუ ისინი მწვერვალიდან, მინიმუმ 8 კგ. ნაგავს ჩამოიტანდნენ.

ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ნაგვის პრობლემის მოგვარებას, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 50 ტონა ნარჩენით არის დაფარული.

თუმცა, პროგრამის ამოქმედებიდან 11 წლის შემდეგ, ევერესტზე ნაგვის დაგროვება გაგრძელდება - პროგრამა შეჩერდა, რადგან მან ხელშესახები შედეგები არ აჩვენა".