ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს "გაზის ექსპორტიორი ქვეყნების" ფორუმის (GECF) მერვე სამიტში, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება.

"ამ ვიზიტის დროს, სამიტში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლის გარდა, პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს. ასევე, განიხილავს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

GECF საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მასში გაერთიანებულია 12 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ირანი და კატარი. ფორუმის მონაცემებით, მისი წევრები ფლობენ მსოფლიოში დადასტურებული ბუნებრივი აირის რეზერვების დაახლოებით 70%-ს და გლობალური გაზის ექსპორტის 42%-ს.