უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება - ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ.

მხარეებს შორის ჰუმანიტარული შეთანხმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გუნდის შუამავლობით შედგა. მიზანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება და ევაკუაციაა.

გეგმის მიხედვით, რუსულმა მხარემ დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზები უნდა განნაღმოს, 29 ოქტომბრიდან კი უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები, ამერიკელი ჟურნალისტების თანდასწრებით, მოქალაქეების გაყვანას დაიწყებენ.

ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან რუსეთში გადავიდნენ. ქალაქში ომამდე 24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად კი 2 ათასამდე პირი რჩება.