პარასკევს დილით გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები, ლიბანის, დაჰიეს რეგიონში "26 დარტყმისგან შემდგარ ფართომასშტაბიან სერიას ახორციელებენ, რომელთა სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაა".

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებში შედიოდა აღმასრულებელი საბჭოს სამეთაურო ცენტრი და ობიექტი, სადაც ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმისთვის განკუთვნილი დრონები ინახებოდა.

"დარტყმებამდე მიღებული იყო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.