ირანი "ლეგიტიმურ სამიზნეებად" მიიჩნევს იმ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობის ობლიგაციებს ყიდულობენ, - განუცხადა CNN-ს ოფიციალურმა პირმა.
"კომპანიები, რომლებიც აშშ-ის მთავრობის ობლიგაციებს ყიდულობენ და სახაზინო ვალდებულებებში ინვესტირებას ახდენენ, ირანი მის წინააღმდეგ ომში აშშ-ის პარტნიორებად მიიჩნევს, რადგან ისინი კონფლიქტის დამფინანსებლებად აღიქმებიან", - განუცხადა CNN-ს ირანელმა ოფიციალურმა პირმა.
"თეირანი, ამ კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს რეგიონში, თავის ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს. ამ პირებს მკაცრად მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე გამოაცხადონ რეგიონში ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის ვალი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ინვესტორს ეკუთვნის, მათ შორის ბანკებს, საპენსიო ფონდებს, კორპორაციებს, საინვესტიციო ფონდებს და უცხო ქვეყნების მთავრობებს.
რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიისა და ბანკის შტაბ-ბინა ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში მდებარეობს. როგორც ჩანს, ბოლო კვირის განმავლობაში ირანის მიერ განხორციელებული დარტყმები აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის არის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრები.
