აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება გარდა უპირობო დანებებისა.
"ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა! ამის შემდეგ, და მას შემდეგ, რაც დიადი და მისაღები ლიდერი (ან ლიდერები) აირჩევიან, ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირეები და პარტნიორები, დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა ირანი, თითქმის, განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ, რაც მას ეკონომიკურად უფრო დიდს, უკეთესს და ძლიერს გახდის, ვიდრე ოდესმე. ირანს დიდი მომავალი ექნება. "გახადეთ ირანი დიდებული", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
