აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. დიპლომატიური პერსონალის გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრული გაყვანის შესახებ. ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა
ცნობისთვის, 5 მარტს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა, ხოლო ილჰამ ალიევმა თავდასხმას "ტერორისტული აქტი" უწოდა. ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ დარტყმა ისრაელმა განახორციელა
