უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ, ABC News-ს აცნობა, რომ დრონების ჩაჭრის უკრაინელი სპეციალისტები ახლო აღმოსავლეთში, "უახლოეს დღეებში", ამერიკული ბაზების დაცვის ხელშესაწყობად გაიგზავნებიან.
უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჯგუფში შევლენ დრონების ჩამჭრელი სისტემების პილოტები და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის სპეციალისტები.
წყარომ, ოპერატიული უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
