ხუთშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2019 წლის, FBI-ის მიერ სამი, გასაიდუმლოებული დაკითხვის ანგარიში, რომლებიც ეხებოდა ქალს, რომელმაც დაუდასტურებელი ბრალდებები წაუყენა ტონალს ტრამს იმაში, რომ 1980-იან წლებში, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, ტრამპმა მასზე იძალადა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში, იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს დაკითხვის დოკუმენტები - ცნობილი, როგორც FBI 302-ის ანგარიში - თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო, როდესაც იანვარში, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული იუსტიციის დეპარტამენტის მილიონობით გვერდის დოკუმენტები გამოქვეყნდა, რადგან ისინი სხვა დოკუმენტების დუბლიკატებად მიიჩნიეს.
"საფუძვლიანი შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ, რომ გამოქვეყნებული 302 ფორმა, შეიცავდა შემდგომ 302 ფორმებს, რომლებიც კოდირებული იყო, როგორც „დუბლიკატები“. ამის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ გადავხედეთ მსგავსი კოდირების მქონე დოკუმენტების მთელ პარტიას და აღმოვაჩინეთ, რომ 15 დოკუმენტი არასწორად იყო კოდირებული, როგორც დუბლიკატები“, - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
