ერთ-ერთი “ბაბუა მძარცველი“, რომელიც რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანისგან მილიონობით დოლარის ღირებულების სამკაულების მოპარვაში იყო დამნაშავედ ცნობილი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, 69 წლის დიდიე დუბრეკს წინასწარი პატიმრობის დროს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.

მაისში, ის და მისი შვიდი თანამზრახველი პარიზში მომხდარი გახმაურებული ძარცვისთვის დამნაშავედ ცნეს, რომლის დროსაც, კარდაშიანს თითქმის ათი წლის წინ, მილიონობით დოლარის ღირებულების სამკაულები მოჰპარეს.

დუბრეკმა ძარცვაში მონაწილეობა უარყო.

“ეს არის პიროვნების ვინაობის დადგენისას დაშვებული შეცდომა... მე ამასთან არანაირი კავშირი არ მქონდა“, - განუცხადა მან სასამართლოს აპრილში მიცემულ ჩვენებაში.