Amazon-ის დამფუძნებელი და მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ამერიკელი ტელეწამყვანი ლორენ სანჩესი, ამ კვირაში ვენეციაში დაქორწინდებიან.  ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქორწილის ზეიმი სამი დღე გაგრძელდება. VIP წრეებში ამ ღონისძიებას "საუკუნის ქორწილს“ უწოდებენ და მისი ღირებულება დაახლოებით 50-55 მილიონი ევროა.

ადგილობრივი აეროპორტი 90 კერძო თვითმფრინავის მისაღებად ემზადება. ვენეციის ნავსადგურებში კერძო იახტებს ელოდებიან. სტუმრებს შორის შოუბიზნესის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და ფინანსური მაგნატები არიან.

წყვილი ვენეციაში ერთი დღით ადრე ჩავიდა.

61 წლის ჯეფ ბეზოსი Forbes-ის მონაცემებით პლანეტის მეოთხე უმდიდრესი ადამიანია და მას 227 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.