საფრანგეთი ძლიერ სტიქიას ებრძვის. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის, ერთი 12 წლის მოზარდია.
მედიის ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, მათ შორის, ქარმა პარიზში 50 ხე წააქცია. დატბორილია გზები და დაზიანებული ავტომობილები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40 392 მეხის დაცემა დაფიქსირდა. სტიქიის გამო, 75 000 სახლი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.