კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ კონგოში ებოლას ვირუსის აფეთქების გამო, სულ მცირე, 131 ადამიანი გარდაიცვალა და 500-ზე მეტი კი, სავარაუდოდ, ინფიცირებულია, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა "ეპიდემიის მასშტაბისა და სიჩქარის" გამო შეშფოთება გამოთქვა.
ჯანდაცვის ექსპერტებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები აცხადებენ, რომ ვირუსი, რამდენიმე კვირაა, შეუმჩნევლად ვრცელდება, დაგვიანებული რეაგირება კი მისი აფეთქების შეკავებას ართულებს.
კონგოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუელ როჯერ კამბამ განაცხადა, რომ დაფიქსირებულია 513 საეჭვო შემთხვევა და 131 გარდაცვალება, თუმცა დასძინა: "ეს მხოლოდ სავარაუდო სიკვდილიანობაა და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რომელია რეალურად დაავადებასთან დაკავშირებული".
