უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიისწრაფვის.
ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე მზადაა, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას ამის მისაღწევად.
"ანდრეი სიბიჰამ ინფორმაცია მომაწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ, გადავდგათ ნაბიჯები ამის მისაღწევად", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
