ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, მასშტაბური შეტევა იყო ოდესაზე. რუსულმა ძალებმა ქალაქს დრონებით დაარტყა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმა იყო ქალაქის ორ რაიონში მდებარე მაღალსართულიან კორპუსებზე.

დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. უკრაინამ ღამით იერიში მიიტანა რუსეთზე. კრასნოდარის ოლქში შეტევა დრონებით განხორციელდა. დაზიანებულია პორტის ერთ-ერთი მისადგომი და "როსნეფტის" ქარხანა.