პერუში, მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალ რკინიგზაზე ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, დაიღუპა მემანქანე, ხოლო 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულთა შორის ბევრი უცხოელი ტურისტია, 20-მდე მგზავრის მდგომარეობა კი მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს მძიმედ დაზიანებული ლოკომოტივები და ლიანდაგებზე მიმოფანტული ნამსხვრევები.
