ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, მონტე მოროს მთაზე, საბაგიროს ორი კაბინა სადგურს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად, დაზიანება მიიღო 6-მა ადამიანმა, მათ შორის - ოპერატორმა.
ავარიის გამო, მუშაობა შეწყვიტა საბაგირო ხაზმა, რის შედეგადაც 2800 მეტრის სიმაღლეზე 100-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები და უცხოელი ტურისტები, კაბინებში ჩაიკეტნენ. მათი ევაკუაცია მაშველებმა ვერტმფრენების მეშვეობით შეძლეს.
