NATO-ს თვითმფრინავებმა, რომლებიც ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის ფარგლებში მოქმედებდნენ, ლატვიის საჰაერო სივრცეში შესული „უცხოური დრონი“ ჩამოაგდეს. ინფორმაციას euronews-ი ლატვიის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონი ლატვიის ტერიტორიაზე „რუსეთის ელექტრომაგნიტური ომის შედეგად“ შევიდა და ქვეყნის აღმოსავლეთით, ბალვის რეგიონის თავზე ჩამოაგდეს.
განცხადების თანახმად, სამხედროებმა ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრებთან დამატებითი საჰაერო თავდაცვის დანაყოფები განალაგეს და საჰაერო სივრცის მონიტორინგი გრძელდება.
„სანამ უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება, შესაძლებელია უცხოური დრონების ლატვიის საჰაერო სივრცეში შესვლის ან მიახლოების განმეორებითი ინციდენტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
