ვულკან "ეტნადან" ამოფრქვეული ფერფლის გამო, სიცილიის უდიდესი აეროპორტი უკვე მეხუთე დღეა დაკეტილია, რის გამოც, ასობით ტურისტი კუნძულიდან გამგზავრებას ვერ ახერხებს, - ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კატანიის აეროპორტი შაბათ დილამდე დაკეტილი დარჩება, რაც ფერაგოსტოს დღესასწაულს ემთხვევა - იტალიის ზაფხულის სეზონის პიკს, როდესაც მილიონობით ადამიანი სანაპირო და სამთო მიმართულებებით მიემგზავრება და ქალაქები ცარიელდება.

მიუხედავად იმისა, რომ "ეტნას" აქტივობა ხშირად აფერხებს კატანიის აეროპორტის ფუნქციონირებას, ამჟამინდელი დახურვა, 2002 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ საგანგებო მდგომარეობად დასახელდა.