ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება იყო. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა.
როგორც Reuters-ი წერს, აფეთქების შედეგად, დაზიანდა შენობა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.
