"ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში ფართოდ არის განხილული ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ქმნის", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, მათმა ოპონენტებმა ძალიან კარგად გაიაზრეს, თუ რას ედავება მმართველი გუნდი.

"დღეს ჩვენი მომხსენებელი გამოვა და სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებას. თავად მოსამართლემაც ახსნა, რას ედავებიან მათ. ასე რომ, ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით.

რაც მალე გამოვლენ ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორ ადამიანებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის.

ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება, თუ ამ ილუზიებს თავს დაანებებენ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.