ტირანაში, უკვე მე-13 დღეა, საპროტესტო აქციები და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებსა და სამთავრობო შენობებს ქვები და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, პოლიციამ კი, დემონსტრანტების დასაშლელად, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, დაკავებულია 500-ზე მეტი პირი.
დემონსტრანტები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, უმუშევრობასა და სამთავრობო კორუფციას აპროტესტებენ, ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას. ედი რამა თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს და არეულობის აღსაკვეთად კანონმდებლობის გამკაცრებას აანონსებს.
პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივით, ძალადობრივ პროტესტში მონაწილეობა დაახლოებით 6 000 დოლარით დაჯარიმდება; გამკაცრდება სოციალური ქსელების კონტროლიც და ონლაინსივრცეში ძალადობისკენ მოწოდებებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
პარალელურად, ამოქმედდება კომპენსაციის მექანიზმი იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც არეულობის დროს დაზარალდნენ.
