აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"ვდებთ მათთან შეთანხმებას, თუ საბოლოოდ გავანადგურებთ?" - ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელიც მაწუხებს", - აცხადებს ტრამპი.
მისი განმარტებით, ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ირანი კი არაფერს იღებს იქიდან.
"ჩვენ ახლა ჰორმუზის სრუტეს ვაკონტროლებთ. ჩვენ ყველაფერს ვიღებთ და ისინი არაფერს იღებენ. ამასთან, აშშ-მა ზუსტად იცის, რა ხდება პიკაქსის მთაზე, (ირანის მნიშვნელოვან ბირთვულ ობიექტზე, რომელზეც თავდასხმა ჯერ არ განხორციელებულა). ჩვენ იქ შეგვიძლია, ნებისმიერი პირის პერანგზე დაკიდებული ბეიჯიც კი გავარჩიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
