საუდის არაბეთში, Green Mountain Park-ში ატრაქციონი ჩამოწყდა, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, გასართობ პარკთან მდებარე რამდენიმე კლინიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მათ ყველა დაშავებული სამკურნალოდ მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ატრაქციონის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ამას ექსპერტიზა დაადგენს.