"კაია კალასს ვეტყოდი, რომ აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას გაეცნოს, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება თვითონ ევრობიუროკრატია და ევროკავშირი", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასის კრიტიკას.
შარმანაშვილის თქმით, კალასის ნარატივებით, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს საქართველოში ვერ ააწყობენ.
"კაია კალასს ვეტყოდი, რომ აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას გაეცნოს, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება თვითონ ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება იმიტომ, რომ ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე და ნებისმიერი, თავდაცვის სისტემების უკუსვლით, ნებისმიერი, რაც კი გნებავთ, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის. იქნებ თავის თავში მოძებნონ, თუ რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით, ჩვენ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ საქართველოში. უნდათ ჩვენთან საუბარი? ჩვენ მზად ვართ. უნდათ ჩვენი მბრძანებლობა? ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ერევანში, სმიტის დაწყებამდე კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველო ისევ გააკრიტიკა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
